ბონობო არის სპეჩალტი ყავის როსტერია, რომელიც დაარსდა და ოპერირებს თბილისში.
ჩვენი გზა დაიწყო ცნობისმოყვარეობით — რამდენად ღრმად შეგვიძლია ჩავუღრმავდეთ ყავის მარცვლების ორგანულ პოტენციალს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია მოყვანილი. ჩვენი მოხალვის სტილის ჩამოყალიბებისას, რომელიც ქართული ხასიათით არის შთაგონებული, მთავარი აქცენტი ტერუარის შენარჩუნებაზე გავაკეთეთ — რომ მის მაქსიმუმს ჭიქაში მოვუყაროთ თავი. ჩვენ არასდროს ვაძალებთ გემოს; ბუნებრივი სიტკბოს და მჟავიანობა ხელუხლებელი რჩება.
ჩვენ ფრთხილად ვარჩევთ პარტნიორებს და ვმუშაობთ სანდო მწარმოებლებთან, რომლებიც აფასებენ ფერმერების შრომას და ზრუნავენ, რომ მიწოდების ჯაჭვში ყველა ადამიანი სამართლიანად იყოს ანაზღაურებული. ყველა ჩვენი ყავა პასუხისმგებლობით იხალება საკუთარ როსტერიაში, რომელიც თბილისის გულში მდებარეობს.
ბონობო არის აუღელვებელი ცხოვრების სტილი, სადაც ჰედონიზმი ყლუპებს შორის არა ფუფუნება, არამედ ყოველდღიური რუტინაა. ჩვენ გვჯერა, რომ კარგი ყავა არ უნდა იყოს რთული ან უცხო. ის უნდა იყოს მიწიერი, მკაფიო და ჩუმად გამომხატველი — ისეთი, რომელსაც კვლავ და კვლავ უბრუნდები, ყოველ ჭიქასთან ერთად.